Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად:კოპა იტალიას განრიგი შეიცვალა

იტალიის ფეხბურთი,კორონავირუსის პაუზის შემდეგ,განმეორებითი სტარტისთვის ემზადება.ინტერ,იუვენტუსი,მილანი და ნაპოლი კოპა იტალიის მეოთხედფინალის მატჩებისთვის ემზადებიან.

პირველად გავრცელებული ინფორმაცია,რომ კოპა იტალიას პირველი მატჩი იუვენტუსსა და მილანს შორის 13 ივნისს უნდა გამართულიყო შეიცვალა და ახლა აღნიშნული შეხვედრა ერთი დღით ადრე,12 ივნისს გაიმართება.

ერთი დღით ადრე გაიმართება ნაპოლი-ინტერის დაპირისპირებაც,რომელიც 14 ივნისს იყო ჩანიშნული და 13 ივნისს გადაიტანეს.


მილანი – იუვენტუსის პირველი დაპირისპირება სან სიროზე გაიმართა და ანგარიშით 1-1 დასრულდა,ხოლო ნაპოლიმ გასვლაზე ინტერს 1-0 სძლია.