Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ალექს კორდაზი ინტერის ფეხბურთელია

ინტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ კროტონეს 38 წლის კარის დარაჯი კარიერას ნერაძურის რიგებში გააგრძელებს.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ინტერის აკადემიის პროდუქტი გახლავთ, მაგრამ მან ნერაძურის რიგები 2005 წელს დატოვა და მას შემდეგ სხვადასხვა გუნდებში იასპარეზა. მან ინტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

მისი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

„ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ინტერის რიგებში დაბრუნება მოვახერხე და იმედი მაქვს, გუნდის მომავალ წარმატებებში ჩემს როლს შევასრულებ.

„როდესაც ინტერის ინტერესის შესახებ გავიგე, ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი, რადგან ეს ჩემი სახლია და ნერაძურის მაისურით თამაში ყოველთვის ჩემი სურვილი იყო.

„ინძაგი ? მე ჯერ მას არ შევხვედრივარ, მაგრამ სიმონემ თავისი დიდი პროფესიონალიზმი უკვე არაერთხელ დაამტკიცა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად წარმატებებს მივაღწევთ.“