Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ალვარო მორატა იუვენტუსში რჩება

ტურინის იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ ალვარო მორატას იჯარა გაახანგრძლივეს და ესპანელი ფორვარდი შავ-თეთრი მაისურით 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

იუვენტუსს მორატას იჯარის გახანგრძლივება 10 მილიონი ევრო დაუჯდება, სეზონის ბოლოს კი მისი გამოსყიდვა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.