Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ანგუისა ნაპოლის ფეხბურთელია

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ ნაპოლი ფულჰემთან ანდრე ფრანკ ზამბო ანგუისას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა და პარტენოპეიმ 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

კამერუნელი ნახევარმცველი ნაპოლის 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და სპალეტის გუნდს მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

ფულჰემმა ანგუისა მარსელიდან 2018 წელს, 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მაგრამ მათი დაქვეითების გამო ფეხბურთელმა გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა და ინგლისელებს მისი გაყიდვა შედარებით იაფად მოუწიათ.