Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ანდრეა პირლო იუვენტუსის მთავარი მწვრთნელია

როგორც უკვე გაცნობეთ,ანდრეა პირლოს მთავარი გუნდის თავკაცობა დროის საკითხი იყო და ასეც მოხდა.სულ რამდენიმე დღის წინ 23-წლამდელთა გუნდში დანიშნული პირლო ახლა უკვე იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის რანგში მოგვევლინა.

მან იუვესთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე გააფორმა.

„გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა,რომ პირლოს აქვს ყველაფერი,რაც იუვენტუსის მთავარ მწვრთნელს მოეთხოვება.ის თავის სადებიუტო სეზონს იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში შეხვდება და გამოცდილ და ტალანტით სავსე გუნდთან ერთად ახალი წარმატებების მიღწევას შეეცდება.“ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ანდრეა ანიელიმ ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს აღნიშნა,რომ ანდრეა პირლო ერთ დღეს იუვეს მთავარ გუნდს ჩაიბარებდა,თუმცა ეს ყველაფერი თუ ასე სწრაფად მოხდებოდა,ვერავინ იფიქრებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.