Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ანტე რებიჩი მილანის ფეხბურთელია

მილანის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანტე რებიჩი გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„მილანი მოხარულია გაცნობოთ, რომ ფრანკფურტის აინტრახტთან ანტე რებიჩის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და ხორვატი ფეხბურთელი გუნდში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩება.“

რებიჩმა გასულ სეზონში 30 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა და მილანის საუკეთესო გოლეადორი გახდა. ის მომავალი სეზონიდან 12-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.