Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ატალანტამ პირველი ტრანსფერი დაადასტურა

ატალანტამ გენკთან ზამთრის პირველი ტრანსფერი ოფიციალურად შეათანხმა. ბერგამოელები ჯოაკიმ მაეჰლეს 10 მილიონ ევროდ გაიფორმებენ.

23 წლის მცველი ატალანტას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეუერთდება.

ჯოაკიმი გენკში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, ამიტომ ატალანტას 3 – 4 – 2 – 1 სქემაში მარჯვენა გარემარბის პოზიციას დაიკავებს. ის ბერგამოელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.