ოფიციალურად: ატალანტამ პასალიჩი გამოისყიდა

ბერგამოელებმა მარიო პასალიჩი ჩელსიდან,15 მილიონი ევროს სანაცვლოდ ოფიციალურად გამოისყიდეს.

ნახევარმცველი იჯარის წესით ატალანტაში 2018 წლიდან თამაშობს და ამ დროიდან მოყოლებული,გუნდის მნიშვნელოვან წევრად ითვლება.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ატალანტა სერია ა-ში მე-4 ადგილს იკავებს,ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედ ფინალში შეძლო გასვლა.

Leave a Reply

Your email address will not be published.