Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ატალანტამ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

ატალანტამ გასვლაზე ჯენოას დამარცხება მოახერხა, 78 ქულა მოაგროვა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.

დარჩენილი ორი საგზურისთვის მილანი, ნაპოლი და იუვენტუსი იბრძოლებენ, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე წამგებიან სიტუაციაში იუვენტუსი გახლავთ, რომელიც მე-5 ადგილზე იმყოფება და ნაპოლის 1 ქულით ჩამორჩება.