Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: აშრაფ ჰაკიმი პსჟ-ს ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, პსჟ-მ ინტერიდან 22 წლის მოროკოელი ფეხბურთელის აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ჰაკიმი პარიზელებთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს და მისი წლიური გასამრჯელო 8 მილიონი ევრო იქნება.

ინტერი ჰაკიმის გაყიდვით პირველადი გადახდით 60 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით შემდეგში 11 მილიონი ევრო დაემატება.