Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ახალი დირექტორები და 400 მილიონი…

ტურინის იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრეა ანიელი და პაველ ნედვედი, შესაბამისად გუნდის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, იუვენტუსში დარჩებიან და თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდს 2 ახალი დირექტორი ეყოლება. ფერარის ყოფილი გენერალური დირექტორი მაურიციო არივაბენე მმართველი დირექტორი, ფედერიკო კერუბინი კი გუნდის სპორტული დირექტორი იქნება.

ახალი დირექტორების გარდა, იუვენტუსი კაპიტალის გაზრდის მიზნით 400 მილიონ ევროს მიიღებს, რაც 2024 წლის ჩათვლით განსაზღვრული სპორტული და ეკონომიკური გეგმების შესრულებაში დაეხმარება.