Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ბენასერმა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა გუნდთან კონტრაქტი უკვე ოფიციალურად გაახანგრძლივა.

25 წლის ალჟირელი ფეხბურთელი იტალიურ გრანდს 2019 წლის აგვისტოში ემპოლიდან, 17.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და როსონერის მნიშვნელოვანი წევრი გახდა.

მისი კონტრაქტი გუნდთან 2024 წლის ზაფხულში იწურებოდა, ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი ის მილანში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ბენასერის წლიური გასამრჯელო 1.2 მილიონი ევროდან 4.2 მილიონამდე გაიზრდება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 300,000 ევრო დაემატება. ისმაელის კონტრაქტში დარჩა გამოსასყიდი თანხა – 50 მილიონი ევრო, რომლის ამოქმედება ნებისმიერ არაიტალიურ გუნდს 2024 წლის ზაფხულიდან შეეძლება.

ბენასერს მილანის მაისურით ჩატარებული 129 მატჩი დაუგროვდა. მის აქტივში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.