Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ბონავენტურა ფიორენტინას ფეხბურთელია

ფიორენტინას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ჯაკომო ბონავენტურა იების რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მილანში გატარებული 6 წლის შემდეგ, ბონავენტურას გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა და დიავოლოს შემადგენლობა დატოვა. 31 წლის იტალიელი ფეხბურთელი ფიორენტინასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ჯაკომოს ანგარიშზე სერია ა-ში ჩატარებულ 254 მატჩში 44 გოლი და 38 საგოლე გადაცემაა.

Leave a Reply

Your email address will not be published.