Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ბრაჰიმ დიასი მილანის ფეხბურთელია

როსონერი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას განაგრძობს და 2 დღეში ჟირუ-ტურეს ტრანსფერების შემდეგ გუნდმა ბრაჰიმ დიასის ტრანსფერიც გააოფიციალურა.

21 წლის ესპანელი ფეხბურთელი ფეხბურთელი მილანს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც როსონერიმ რეალს 3 მილიონი გადაუხადა, 2 წლის შემდეგ კი გუნდს მისი გამოსყიდვა 22 მილიონად შეეძლება.

კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით, ბლანკოსს ბრაჰიმის გამოსყიდვა 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. როგორც მოსალოდნელი იყო, ის 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.