Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: გოდინი კალიარის ფეხბურთელია

ინტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ დიეგო გოდინი კალიარის ფეხბურთელი გახდა.

„ინტერი ადასტურებს, რომ დიეგო გოდინი კალიარის შეუერთდა. გუნდი ფეხბურთელს მადლობას უხდის მისი პროფესიონალიზმისთვის და გვსურს, რომ მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვოთ.“

გოდინი კალიარისთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ანაზღაურების სახით კი 1.5 მილიონ ევროს და სხვადასხვა ბონუსებს მიიღებს. ინტერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.