Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: გოლინი ტოტენჰემის ფეხბურთელია

ატალანტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პიერლუიჯი გოლინი მომდევნო სეზონში იჯარის წესით ტოტენჰემში გაატარებს და ინგლისელებს მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლებათ, თუმცა თუ იტალიელი კარის დარაჯი 20 მატჩს მაინც ჩაატარებს, გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურება სავალდებულო გახდება.

ატალანტამ გოლინის შემცვლელი რამდენიმე კვირის წინ უკვე დაიმატა და უდინეზედან 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ ხუან მუსო გაიფორმა.

გოლინის გარდა, ტოტენჰემსა და ატალანტას შორის კიდევ ერთ ტრანსფერზე მიდის საუბარი და ინგლისელებს ლა დეას ცენტრალური მცველის კრისტიან რომეროს დამატება სურთ.