Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: დაკავების შემდეგ, ფერერომ სამპდორიას პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

სამპდორიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დღეს დილით გუნდის პრეზიდენტის მასიმო ფერეროს დაკავების შემდეგ (იხილეთ აქ), იტალიელმა ბიზნესმენმა გენუური გუნდის პრეზიდენტის პოსტი დატოვა.

„ფერეროს დაკავებას სამპდორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ გუნდის მიმართ რაიმე სახის სპეკულაციის თავიდან ასარიდებლად, პრეზიდენტმა დაკავებული პოსტის დაუყოვნებილ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.“ – განაცხადა სამპდორიამ ოფიციალურ მიმართვაში.