Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: დალბერტი რენის ფეხბურთელია

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დალბერტი რენს იჯარის წესით შეუერთდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ბრაზილიელმა უკანახაზელმა გასული სეზონი იჯარით ფიორენტინაში გაატარა და გუნდს რამდენიმე კვირის წინ დაუბრუნდა, თუმცა ის კონტეს გეგმებში არ შედის და ინტერს მისი იჯარით გაშვება კიდევ ერთხელ მოუწია.

რენი იჯარით სერია ა-ს კიდევ ერთ ფეხბურთელს, დანიელე რუგანის იმატებს, თუმცა იტალიელი უკანახაზელის გამოსყიდვის საშუალება მათ არ ექნებათ.