Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: დალბერტმა ინტერი დატოვა

ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა დალბერტმა ინტერი ოფიციალურად დატოვა და ის იჯარის წესით კალიარის შეუერთდა.

27 წლის ფეხბურთელი სარდინიულ გუნდში 1 სეზონს გაატარებს და მისი იჯარის ამოწურვის შემდეგ, კალიარის დალბერტის გამოსყიდვა შეეძლება.

დალბერტი ინტერს 2017 წელს ნიცადან, 21 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა და მას შემდეგ ფიორენტინას და რენის რიგებში იჯარის წესით ასპარეზობდა.