Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: დაქვეითებული სამივე გუნდის ვინაობა ცნობილია

ტორინომ რომში ლაციოს წინააღმდეგ გამართულ მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა და სერია ა-ში ადგილი გაინაღდა.

სერია ბ-ში თამაში მომდევნო სეზონში ბენევენტოს, კროტონეს და პარმას მოუწევთ, სერია ა-ს საგზური კი ემპოლიმ და სალერნიტანამ მოიპოვეს, მესამე გუნდის ვინაობა პლეი-ოფის დასრულების შემდეგ გაირკვევა.