Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: დე შილიო ლიონის ფეხბურთელია

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატია დე შილიო ლიონის ფეხბურთელი გახდა.

იტალიელი უკანახაზელი იუვეს 2017 წელს შეუერთდა, გუნდის შემადგენლობაში 62 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 სკუდეტო, იტალიის თასი და იტალიის სუპერ თასის მოპოვება მოახერხა.

27 წლის მაჯრვენა მცველი ლიონს იჯარის წესით შეუერთდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.