Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: დიეგო გოდინმა კალიარი დატოვა

კალიარიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიეგო გოდინი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და ის ატლეტიკო მინეიროს შეუერთდება.

ურუგვაელი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია, რაც გუნდის განაცხადშიც კი ვერ ხვდება და მისი წასვლა დროის საკითხი იყო.

35 წლის ფეხბურთელი, რომელიც კალიარიში ინტერიდან გადაბარგდა და მათ რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, კარიერას ბრაზილიურ ატლეტიკო მინეიროში გააგრძელებს.