Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: დიმარკომ ინტერთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინტერმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნერაძურის აკადემიის აღზრდილმა ფედერიკო დიმარკომ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

დიმარკო გუნდს ვერონაში გატარებული იჯარის შემდეგ დაუბრუნდა და ის თავიდანვე სიმონე ინძაგის ინტერისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა, რითც იტალიელმა უკანახაზელმა ახალი კონტრაქტი დაიმსახურა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დიმარკომ კომენტარი გააკეთა.

„მე ინტერის თამაშებს მას შემდეგ ვესწრები, რაც 2 წლის ვიყავი. ეს ჩემთვის უბრალოდ მაისური არ არის, მე დაბადებიდან ინტერისტა ვიყავი და ქომაგების მხრიდან სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი.

„ჩემთვის ინტერის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუდი უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. მე ყოველთვის ვეცდები, რომ გუნდს ჩემი თამაშით დავეხმარო და ქომაგებთან ერთად ჩემი საყვარელი გუნდის წარმატება ვიზეიმო.“