Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: დუგლას კოშტა ბაიერნის ფეხბურთელია

ბაიერნის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დუგლას კოშტა ბაიერნში იჯარის წესით დაბრუნდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი 2015-17 წლებში რეკორდმაისტერის რიგებში უკვე ასპარეზობდა.

ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, მცირე კომენტარი 30 წლის ფეხბურთელმაც გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბაიერნის რიგებში თამაში კიდევ მომიწევს. აქ ძალიან წარმატებული წლები გავატარე და დარწმუნებული ვარ, რომ ტიტულების მოგებას ახლაც მოვახერხებთ.“

კოშტამ იუვენტუსში ჩატარებულ 103 შეხვედრაში 10 გოლის გატანა და 21 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.