Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატის ფინალს კუიპერსი განსჯის

UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იტალიასა და ინგლისს შორის ნიდერლანდელი მსაჯი ბიორნ კუიპერსი განსჯის.

შეხვედრა უემბლიზე 11 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება.

მისი დამხმარეები სანდერ ვან როეკელი და ერვინ ზეინსტრა იქნებიან, VAR-ზე კი ბასტიან დანკერი, პოლ ვან ბოეკელი, კრისტიან გიტეტლმანი და მარკო ფრიტსი იმუშავებენ.

კუიპერსმა იტალიასა და ინგლისს შორის ერთი მატჩი 2014 წელს უკვე განსაჯა, რომელიც აძურის გამარჯვებით 2 – 1 დასრულდა.

იტალიური გუნდების და ნაკრების მონაწილეობით კუიპერსმა საერთო ჯამში 29-ჯერ იმსაჯა, საიდანაც 7-ჯერ იტალიელებმა იმარჯვეს, 12-ჯერ შეხვედრები ფრედ დასრულდა და 10-ჯერ დამარცხდნენ.

ინგლისელებთან მიმართებაში კი 48 წლის მსაჯმა 34 შეხვედრა განსაჯა, საიდანაც 20 ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა, 7-ჯერ ფრე ითამაშეს და მხოლოდ 7-ჯერ დამარცდნენ.