Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატზე შემადგენლობები გაფართოვდა

UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Euro 2020-ზე გუნდების შემადგენლობა არა 23, არამედ 26 ფეხბურთელისგან იქნება შემდგარი, ნაკრებებმა კი განაცხადები 1 ივნისს უნდა წარადგინონ.

ევროპის ჩემპიონატი, რომელიც შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა კორონა ვირუსის გამო გადაიდო, 11 ივნისს აიღებს სტარტს.

პანდემიის გამო ბოლო 2 სეზონში ფეხბურთელებს დატვირთული გრაფიკით თამაში უწევთ, რამაც ტრავმები საგრძნობლად გაახშირა და UEFA-მ შემადგენლობის გაფართოება ტრავმების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტა.