Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ელ შაარავის კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა

იტალიის ნაკრების სამედიცინო შტაბმა სასიამოვნო სიახლე გაავრცელა. სტეფან ელ შაარავის განმეორებითი ტესტი კორონა ვირუსზე უარყოფითია და ის ხვალ თამაშს მოახერხებს.

ელ შაარავის ვირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდა, თუმცა განმეორებითმა ტესტმა აჩვენა, რომ ტესტის პირველი შედეგი ‘ტყუილი დადებითი’ იყო. მის გარადა, ტესტი ნაკრების სხვა წევრებსაც ჩაუტარდათ და თითოეული მათგანის პასუხი უარყოფითია.