Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ესპოსიტომ ინტერი დატოვა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სებასტიანო ესპოსიტომ ინტერი დატოვა და ის მომდევნო სეზონს იჯარის წესით ბაზელის რიგებში გაატარებს.

კონტრაქტის მიხედვით შვეიცარიელებს 18 წლის იტალიელი ტალანტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ, მაგრამ ნერაძურიმ ხელშეკრულებაში უკან გამოსასყიდი პუნქტის ჩადება მოახერხა და სურვილის შემთხვევაში, ესპოსიტოს დაბრუნებას მოახერხებს.