Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ვენეცია სერია ა-ს ემშვიდობება

სერია ა-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, როგორც სკუდეტოსთვის და ევროპული საგზურებისთვის, ასევე გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება და ჩვენ უკვე ვიცით ერთი გუნდი, რომელიც სერია ა-ს დაემშვიდობება.

სალერნიტანამ ემპოლისთან ქულის აღება მოახერხა, რითიც მე-20 ადგილზე მყოფ ვენეციას 6 ქულით გაასწრო და მათ სერია ა-ში დარჩენის ყველა შანსი გაუქრო.

სერია ა-ში დარჩენისთვის ბრძოლას სამპდორია, სპეცია, სალერნიტანა, კალიარი და ჯენოა განაგრძობენ და ამ მომენტისთვის დაქვეითებასთან ყველაზე ახლოს ჯენოა-კალიარის დუეტია…