Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ვიდალი შახტართან გამოირიცხა

ინტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი გუნდს ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ დაეხმარება.

ნერაძურის განმარტებით, ფეხბურთელს დღეს MRI სკანირება ჩაუტარდა, რამაც მარჯვენა ბარძაყის კუნთის გაჭიმულობა დაადასტურა და შესაბამისად მისი თამაში გამორიცხა.

ვიდალის გარდა, შესაძლოა ინტერს ვერც ნიკოლო ბარელა დაეხმაროს, რომელმაც ვარჯიშის დროს ფეხზე დისკომფორტი იგრძნო.