Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ზლატანის სასჯელი ცნობილია

დისციპლინარულმა კომისიამ პარმასთან მომხდარი ინციდენტის გამო, რის შემდეგაც იბრა მოედნიდან გააძევეს, შვედ ფეხბურთელს სასჯელო გამოუტანა.

ვეტერან ფეხბურთელს მატჩის არბიტრის მიმართ უპატივცემულობის და პროვოკაციული ქცევის გამო 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა და ამის გარდა ჯარიმის სახით 5,000 ევროს გადახდა მოუწევს. იბრას ჯენოასთან მატჩი გაუცდება.