Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იბრა ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ცოტა ხნის წინ მილანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იბრას მუხლზე ოპერაცია არ სჭირდება, თუმცა ტრავმის მოსარჩენად მას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდებოდა (დეტალები იხილეთ აქ).

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი შვედეთის თავკაცმა გააკეთა და დაადასტურა, რომ ზლატანი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

„ზლატანს დღეს ვესაუბრე და სამწუხაროდ მან მითხრა, რომ ტრავმის გამო ის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

„რა თქმა უნდა ეს როგორც ზლატანისთვის, ასევე ნაკრებისთვის ძალიან ცუდი ამბავია და იმედი მაქვს, რომ ის მოედანს უმოკლეს დროში დაუბრუნდება.“

შვედეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 13 ივნისს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.