Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: იგუაინი მაიამის ინტერის ფეხბურთელია

ბლეზ მატუიდის შემდეგ, დეივიდ ბეკჰემის მაიამის ინტერმა იუვეს კიდევ ერთი ფეხბურთელი, გონსალო იგუაინი გაიფორმა.

პიპიტამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში, მინდა მაიამის მადლობა გადავუხადო იმ სამუშაოსთვის, რაც მათ ჩემს გასაფორმებლად გასწიეს. დარწმუნებული ვარ, რომ წინ დაუვიწყარი გამოცდილება მელოდება.

„ცხოვრებაში სწორედ ასეთი სიახლის მოლოდინში ვიყავი და ახალ ჩემპიონატში თამაში მოტივაციას მმატებს. მიხარია, რომ ამ ულამაზესი ქალაქის ღირსებას დავიცავ და იმედი მაქვს, ერთად ბევრ წარმატებას მივაღწევთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.