Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: იგუაინმა იუვენტუსი დატოვა

იუვენტუსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ საერთო შეთანხმების საფუძველზე გუნდმა იგუაინთან კონტრაქტი გაწყვიტა, რაც ტურინელებს 18.3 მილიონი ევროთი აზარალებს.

მიუხედავად იმისა, რომ იუვემ იგუაინისთვის გადასახდელი 1 წლის ხელფასი დაზოგა, ფეხბურთელის უფასოდ გაშვება გუნდის ბალანსში -18.3 მილიონ ევროდ აისახება.

ბიანკონერიმ იგუაინი 2016 წელს, 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა მან იმ თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა, რასაც პიპიტასგან ყველა ელოდა.

იგუაინი უკვე ამერიკაშია და მაიამის ინტერთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.