ოფიციალურად: ილიჩი ტორინოს ფეხბურთელია
ტორინომ ვერონადან ივან ილიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
21 წლის ტალანტი გრანატას რიგებს 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.
ტურინელებს სერბი ტალანტის გაფორმება საერთო ჯამში, სხვადასხვა ბონუსების ჩათვლით, 21 მილიონი ევრო დაუჯდება.