Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: იმობილემ ლაციოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბიანკოჩელესტიმ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაადასტურა, რომ ჩირო იმობილემ ლაციალესთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

„გაცნობებთ, რომ ჩირო იმობილემ გუნდთან ახალ, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაც პროფესიონალიზმით და გუნდის სიყვარულით არის გამოწვეული.

„გვსურდა, რომ ეს სიახლე დაუყოვნებლივ გვეცნობებინა, რადგან ოქროს ბუცის მფლობელს არაერთი ევროპული გრანდი ეპატიჟებოდა, თუმცა ჩირო ბიანკოჩელესტის ერთგულია!“

„ჩიროსთან გრძელვადიანი კონტრაქტის დადებით ლაციო ხაზს უსვამს, რომ გუნდი პროგრესის შეჩერებას არ აპირებს და წინა სეზონში მიღწეული წარმატება მხოლოდ დასაწყისია. შემადგენლობის გაძლიერებაზე გუნდი მუშაობს და კიდევ ერთ კარგ სიახლეს უახლოეს დღეებში გაიგებთ.

„ამ ხელშეკრულებით, იმობილე ლაციოს კარიერის და ცხოვრების ბოლომდე დაუკავშირდა.“

იმობილემ გასულ სეზონში 37 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა, საერთო ჯამში კი ლაციოს მაისურით 2016 წლის შემდეგ 178 მატჩში 125 გოლი დაუგროვდა.

Leave a Reply

Your email address will not be published.