Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინსინიე კარიერას ტორონტოში გააგრძელებს

ტორონტომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნაპოლის კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ კანადურ გუნდთან პრე-კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ის MLS-ში ითამაშებს.

იტალიელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებმა ფინანსურ დეტალებზე უთანხმოების გამო შეთანხმება ვერ მოახერხეს, ამიტომ ლორენცო ტორონტოს სრულიად უსასყიდლოდ შეუერთდება.

კონტრაქტის მიხედვით, ინსინიე ტორონტოში 5 წელი ითამაშებს. მისი წლიური გასამრჯელო 11.5 მილიონი იქნება, რასაც სხვადასხვა ბონუსების სახით კიდევ 4.5 მილიონი დაემატება.