Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინტერის განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მასში ვერ მოხვდა, ფორვარდი მარტინ სატრიანო გახლავთ.

ინტერს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში მადრიდის რეალთან, შახტართან და შერიფთან მოუწევს ჭიდილი. პირველ მატჩს ბენეამატა 15 სექტემბერს საშინაო არენაზე, ბლანკოსის წინააღმდეგ გამართავს.

ინტერის განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე ასე გამოიყურება:

სამირ ჰანდანოვიჩი, დენზელ დამფრისი, რობერტო გალიარდინი, სტეფან დე ვრეი, ალექსის სანჩესი, მატიას ვესინო, ედინ ჯეკო, ლაუტარო მარტინესი, ალექსანდრ კოლაროვი, სტეფანო სენსი, ანდრეა რანოკია, ივან პერიშიჩი, ხოაკინ კორეა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ალექს კორდაზი, არტურო ვიდალი, ნიკოლო ბარელა, ფედერიკო დიმარკო, დანილო დამბროზიო, მატეო დარმიანი, მილან შკრინიარი, მარსელო ბროზოვიჩი, ალესანდრო ბასტონი, იონუტ ანდრეი რადუ