Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინტერი Florida Cup-ზე მონაწილეობას არ მიიღებს

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა ამერიკული ტურნე გააუქმა და Florida Cup-ზე მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ნერაძურის ამხანაგურ ტურნირზე არსენალის, ევერტონის და კოლუმბიურ მილიონარიოს წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ გუშინ ცნობილი გახდა, რომ კორონა ვირუსის გამო არსენალს ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მეთოფეები ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.

ახლა კი ტურნირს გაზრდილი რისკების გამო უკვე ინტერიც გამოეთიშა, ამიტომ ნერაძურის ამხანაგური მატჩების დაგეგმვა ახლიდან მოუწევს.