Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინტერმა ენდრიუ გრავილონი გაყიდა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის ცენტრალური მცველი ენდრიუ გრავილონი კარიერას რეიმსის რიგებში გააგრძელებს.

გრავილონი ინტერმა 2019 წელს პესკარადან, 6.1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა მას ბენეამატას რიგებში შანსი არასოდეს მისცემია და სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით თამაშობდა.

მიმდინარე სეზონი მან იჯარის წესით რეიმსის რიგებში დაიწყო და ფრანგულმა გუნდმა მის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედება გადაწყვიტეს და ფეხბურთელი 3.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდეს.