Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინტერმა ერიქსენთან კონტრაქტი გაწყვიტა

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდსა და კრისტიან ერიქსენს შორის კონტრაქტი გაწყვეტილია.

„ინტერი ადასტურებს, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კრისტიან ერიქსენის კონტრაქტი გაწყვეტილია. გუნდი და ნერაძურის მთელი ოჯახი კრისტიანს მომავალში ყველაფერს საუკეთესოს უსურვებს.

„იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გზები იყოფა, მხარეებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ყოველთვის შენარჩნდება. წარმატებული პერიოდი, გოლები, გამარჯვებები, სკუდეტოს აღნიშვნა ქომაგებთან ერთად – ეს ყველაფერი ნერაძურის ისტორიაში დარჩება.“

ერიქსენი ინტერს 2020 წლის იანვარში ტოტენჰემიდან, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მან ბენეამატას რიგებში 60 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

29 წლის ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას გული გაუჩერდა, რის გამოც მას დეფიბრილატორის იმპლანტი ჩაუდგეს, ამ მოწყობილობით კი თამაში იტალიაში აკრძალულია.