Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ოფიციალურად: ინტერმა პადელის გაუხანგრძლივა

ინტერმა სათადარიგო კარის დარაჯს, დანიელე პადელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გაუხანგრძლივა.

იტალიელ ფეხბურთელს, რომელსაც 35 წელი მომავალ სეზონში უსრულდება, კონტრაქტის ვადა მომდევნო კვირაში ეწურებოდა.

პადელი ინტერში 2017 წლიდან ირიცხება, თუმცა გუნდის მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ 8-ჯერ მიიღო მონაწილეობა.

Leave a Reply

Your email address will not be published.