Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინტერს ბოლონიასთან ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა

სერია ა-ს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, ბოლონია-ინტერის მატჩი მიტოვებულად გამოცხადდა და ნერაძურის ტექნიკური გამარჯვება 3-0 ჩაეთვალა, თუმცა დიდი ალბათობით ბოლონია ამ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს.

ინტერი Stadio Dall’Ara-ზე გეგმის მიხედვით გამოცხადდა, თუმცა კორონა ვირუსის შემთხვევების გამო მატჩზე მისვლის უფლება ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების გადაწყვეტილების შემდეგ ბოლონიას არ მიეცა და მათ ტექნიკური მარცხი ჩაეთვალათ.