Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: ინტერს ორი ახალი დირექტორი ჰყავს

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან დირექტორთა ბორდს კიდევ ორი წევრი – კარლო მარკეტი და ამადეო კარასაი შეუერთდებიან.

ნერაძურის აქციონერთა კრება ვიდეო-კონფერნეციის საშუალებით დღეს გაიმართა და მათ განახლებული დირექტორთა ბორდი ოფიციალურად წარადგინეს.

ორივე მათგანი ინტერში Oaktree Capital-ის ინტერესებს დაიცავს, ამერიკული კომპანიის, რომელმაც ნერაძრის 275 მილიონი ევროს სესხი გამოუყო.