Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იტალიაში სტადიონები 75 პროცენტით გაიხსნა

იტალიის მთავრობამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო მატჩიდან იტალიურ სპორტულ ღონისძიებებს, მათ შორის ფეხბურთს ქომაგთა საერთო კვოტა 75 პროცენტამდე გაიზარდა.

აქამდე სერია ა-ს მატჩებზე დასწრების უფლება ქომაგთა 50 პროცენტს ჰქონდათ, მომდევნო ტურიდან კი ეს რიცხვი 75 პროცენტამდე გაიზრდება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, სტადიონების 100 პროცენტით გახსნა იტალიაში 2021 წლის ბოლოს და 2022 წლის დასაწყისში იგეგმება.