Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იტალიის და არგენტინის ნაკრებები ერთანეთს ივნისში დაუპირისპირდებიან

CONMEBOL-მა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ UEFA-სთან ახალი თასის Copa EuroAmerica-ს შექმნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

აღნიშნული თასის მოსაპოვებლად ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონ ნაკრებებს შორის ერთ-მატჩიანი დაპირისპირება გაიმართება და გამარჯვებულს თასი გადაეცემა.

პირველ შეხვედრას იტალიისა და არგენტინის ნაკრებები, 2022 წლის ივნისში გამართავენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება მატჩი.