Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსი აგვისტოში ამხანაგურ მატჩს ბარსელონასთან გამართავს

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის წინ მოსამზადებელ პერიოდში ბიანკონერის ქალთა და კაცთა გუნდები ბარსელონას დაუპირისპირდებიან და შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება.

ქალების შეხვედრა თბილისის დროით 20:30, კაცების მატჩი კი 23:30 საათზე დაიყება, მატჩები კატალონიაში, კამპ ნოუზე გაიმართება.

აქვე მოგახსენებთ, რომ იუვენტუსმა მაქს ალეგრის პირველი პრეს-კონფერენცია იუვეში დაბრუნების შემდეგ შაბათს ჩანიშნა.