Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსი – ნაპოლი გადათამაშდება

ნაპოლიმ მესამე ინსტანციაში საქმის მოგება მოახერხა და იუვენტუსთან ტექნიკური მარცხი გაუუქმდა. მატჩი ხელახლა გადათამაშდება და ნაპოლის ჩამოკლებული ქულა დაუბრუნდება.

იუვენტუსსა და ნაპოლის შორის შეხვედრა 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა კორონა ვირუსის უსაფრთხოების პროტოკოლის გამო პარტენოპეიმ ტურინში გამგზავრება ვერ მოახერხა, რის გამოც მათ ტექტნიკური მარცხი და ჩაეთვალათ და ერთი ქულა ჩამოაკლდათ.

მატჩის გადათამაშების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად შევიდა და ნაპოლი, იუვენტუსი და რომა 24 ქულით მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ.