Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსი სამმა ტალანტმა დატოვა

იუვენტუსმა 3 ახალგაზრდა ფეხბურთელის იჯარით წასვლა დაადასტურა, რომლებიც სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით შედარებით დაბალი რანგის გუნდებში ითამაშებენ და არენდის შემდეგ ტურინში დაბრუნდებიან.

20 წლის იტალიელი ნახევარმცველი ფილიპო რანოკია 1 წლით სერია ბ-ს გუნდ ვინჩენცაში ითამაშებს და მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება არ ექნებათ.

იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი, 19 წლის რადუ დრაგუშინი, რომელსაც აქტიურად კალიარის უკავშირებდნენ, იჯარის წესით სამპდორიას რიგებში ითამაშებს. ის სამპაში 1 სეზონს გაატარებს, თუმცა სურვილის შემთხვევაში მხარეებს არენდის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

ბიანკონერი გუნდის აკადემიის კიდევ ერთმა აღზრდილმა ნიკოლო ფაჯიოლიმ დატოვა, რომელიც რანოკიას მსგავსად სერია ბ-ში, კონკრეტულად კი კრემონეზეს რიგებში ითამაშებს. მისი არენდა 1-წლიანია და სეზონის ბოლოს ტურინში დაბრუნდება.