Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოფიციალურად: იუვენტუსმა კამბიაზო ბოლონიაში გაუშვა

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ახალწვეული ანდრეა კამბიაზო მომდევნო სეზონში ბოლონიას რიგებში ითამაშებს.

კამბიაზო იუვენტუსს ოფიციალურად გუშინ შეუერთდა, თუმცა ტურინელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ბოლონიაში გაუშვეს.

როსობლუს სეზონის ბოლოს იტალიელი მარცხენა მცველის გამოსყიდვის უფლება არ ექნება და ის ბიანკონერის რიგებს დაუბრუნდება.